logo
ENG



კრისტიან დენიელსონი სალომე ზურაბიშვილს ხვდება

15 მარ 202114:44
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/15/9mnuoi0jfcroshf.png

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი საქართველოში, კრისტიან დანიელსონი სალომე ზურაბიშვილს ხვდება. 

ზურაბიშვილამდე ის შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს. 

დანიელსონი თბილისში 12 მარტს, გამთენიისას ჩამოფრინდა. 

დანიელსონი რამდენჯერმე შეხვდა როგორც ქართული ოცნების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. 

14 მარტის დღის ბოლოს გაერთიანებული სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრის შემდეგ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დისკუსიები პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგაც გაგრძელდება, რადგან გარკვეული საკითხები დასაზუსტებელია, ხოლო ოპოზისიასთან ერთობლივი შეხვედრა აღარ გაიმართება. კობახიძის ამ განცხადების შემდეგ დანიელსონმა პრეს-კონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ საქართველოში კიდევ ერთი დღით დარჩებოდა

15 მარტს ოპოზიციური პარტიების რამდენიმე წარმომადგენელმა თქვა, რომ დანიელსონი შეეცდება, ქვეყანაში შეთანხმების მიღწევამდე დარჩეს. 

მიშელმა საქართველოში გამართული ვიზიტისას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მისი შუამავლობით შემდგარი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს 16 მარტს დაგეგმილი ვიზიტის დროს ევროპარლამენტში კონკრეტული შედეგებით ელიან. 

მიშელმა ჩარჩო საკითხებიც წარმოადგინა, რომელიც იმ საკვანძო თემებს მოიცავს, რომლის გარშემოც შემდგომი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. 

დოკუმენტში სხვა რეფორმებთან ერთად ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაცაა შეტანილი. 


close დახურვა