ქართული ოცნება რუსეთთან დაახლოების გზაზე სულ უფრო ემიჯნება ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს. რუსული პროპაგანდისტული მედია ღარიბაშვილის ანტიდასავლურ ციტატებს მომენტალურად აქვეყნებს. რუსეთის ქების საპირისპიროდ კი მკაცრად ითხოვს პასუხს ევროპა. ევროპარლამენტარები ივანიშვილის პრემიერს ბრალდებების დასაბუთებისკენ მოუწოდებენ.