საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთ სამინისტროსგან წერილი მიიღო. თუმცა აღნიშნული ამ დრომდე არ გასაჯაროებულა. ამის შესახებ ინფორმაცია "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა გააჟღერა. მისი თქმით, წერილი საკმაოდ მწვავე და კრიტიკულია, სწორედ ამიტომ უწყებამ მისი გასაჯაროება არ მოისურვა.
"წერილის ადრესატია საქართველოს მთავრობა და შინაარსია საქართველში განვითარებული მოვლენები. კრიტიკულადაა შეფასებული არსებული ვითარება. ზოგადად, ადვილია პროგნოზირება, რომ ეს წნეხი გაიზრდება. ჩვენი მთავრობა მთელ რუსურსებს ხარჯავს ამ კრიტიკის შესარბილებლად, მაგრამ უაზროდ",-აღნიშნას კანდელაკი.
თავად საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფს. უწყებაში აცხადებენ, რომ წერილის გასაჯაროება დასავლელი პარტნიორების პრეროგატივაა.
"წერილის გამოქვეყნება გერმანული და ფრანგული მხარის პრეროგატივაა და ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება თუ გამოაქვეყნებენ, რადგან წერილი საკმაოდ დაბალანსებული, მხარდამჭერი და კონსტრუქციულია. ჩვენ არ ვაპირებთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ ჩვენი გერმანელი და ფრანგი პარტნიორები. დიპლომატიური სამსახური ვერ აჰყვება გიორგი კანდელაკისა დ მისი კოლეგების იაფფასიან გამოსვლებს",-აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა "ქართული ოცნება" დასავლეთისგან მიღებულ წერილებს არ ასაჯაროებს. მმართველი გუნდი ასევე შეეცადა არ გაესაჯაროებინა მათ შორის ამერიკელი კონგრესმენების წერილებიც.