logo
ENG



კრწანისის ქუჩაზე დაშავებულ არასრულწლოვანს ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა სტაბილურია

13 ივნ 202120:27
3 წუთის საკითხავი
 
კრწანისის ქუჩაზე დაშავებულ არასრულწლოვანს ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა სტაბილურია

კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულ არასრულწლოვანს ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, ქირურგიული ჩარევა წარმატებით დასრულდა და ბავშვი მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აგრძელებს. 

ბავშვის დედას ოპერაცია ახლა უტარდება. როგორც ფორმულას ნიუ ჰოსპიტალში განუცხადეს, დანარჩენი დაშავებულების მდგომარეობა უცვლელია. 

შეგახსენებთ, რომ კრწანისში, ნიუ ჰოსპიტალის ეზოში სატვირთო მანქანა შევარდა და რამდენიმე ავტომობილი მოიყოლა. სატვირთოს მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, 8 ადამიანი კი დაშავდა. მოგვიანებით ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.

 
 
 

close დახურვა