logo
ENG



კუბილიუსი 2024-ში EU-ში გაწევრიანების განაცხადზე: ამბიცია კარგია, პოლიტიკური სიტუაცია - ცუდი

20 იან 202117:48
3 წუთის საკითხავი
 
კუბილიუსი 2024-ში EU-ში გაწევრიანების განაცხადზე: ამბიცია კარგია, პოლიტიკური სიტუაცია - ცუდი

"ამბიცია კარგია, პოლიტიკური სიტუაცია - ცუდი, მარტივი დასკვნაა", - ასე აფასებს ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს მთავრობის განაცხადს, რომ ისინი 2024 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს შეიტანენ. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

"ამბიციურ მიზანს, რომ შეიტანოს საქართველომ განაცხადი წევრობაზე, შეუძლია, გააერთიანოს პოლიტიკური პარტიები იმისათვის, რათა გადახედონ ე.წ. გამოწვევას დემოკრატიის მიმართ. სწორედ ასე ვუწოდებთ არსებულ ვითარებას. თუ პარლამენტი ისე იმუშავებს, როგორც დღეს, ეს დააზარალებს საქართველოს იმიჯს, ვიდრე ის ამ განაცხადს შეიტანს. ეს უნდა ესმოდეთ ქართველებსა და მმართველ პარტიას", - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

მმართველი პარტიის ქართული ოცნების დაპირებით, საქართველო 2024 წელს ევროკავშირის ევრობაზე განაცხადს შეიტანს. ამაზე პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ყრილობაზეც ისაუბრა:

"ევროკავშირი არის უალტერნატივო სივრცე ჩვენი იდენტობის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შესაქმნელად. ჩვენი საარჩევნო პროგრამა ეფუძნება "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის ამბიციას, შექმნას ყველა პირობა, რათა 2024 წელს საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე".


close დახურვა