logo
ENG



კუბილიუსი ივანიშვილზე: რაღაც ძალიან ცუდი ხდება მმართველ გუნდში

09 იან 202420:25
3 წუთის საკითხავი
 
კუბილიუსი ივანიშვილზე: რაღაც ძალიან ცუდი ხდება მმართველ გუნდში

ბიძინა ყოველთვის იყო არაფორმალური მმართველი. სწორედ ის მართავდა იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ქართული ოცნება იღებდა. ამ მხრივ არაფერი იცვლება. მთავარი კითხვა - რატომ ახლა. ჩემი დასკვნაა, რომ რაღაც ძალიან ცუდი ხდება მმართველ გუნდში. სწორედ ამიტომაც, პარტიის ბოსი, რომელიც ჩრდილში იდგა, ახლა გამოვიდა და თქვა - მე ვიღებ ყველანაირ პასუხისმგებლობას. არჩევნები მოდის და როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი გრძნობს, რომ ქართული ოცნებისათვის არჩევნები არ იქნება ისეთი წარმატებული როგორიც მას სურს.


close დახურვა