logo
ENG



კულება: არასოდეს შეაფასოთ უკრაინა არასათანადოდ, გამარჯვება რთული შრომაა

20 აგვ 202312:51
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/20/yyvx26nppo2inav.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დასავლელ ანალიტიკოსებს მოუწოდებს, უკრაინის კონტრშეტევის შესახებ პროგნოზირებისას სიფრთხილე გამოიჩინონ.

"ჩვენ მშვიდად ვხვდებით ამგვარ განცხადებებს. უსახელო ოფიციალური პირების, გენერლებისა და ანალიტიკოსების აზრით, უკრაინას 2022 წლის თებერვალში 3-10 დღეში არსებობა უნდა შეეწყვიტა. ახლა ისინი ვარაუდობენ, რომ უკრაინა მთელ თავის ტერიტორიას ასე სწრაფად ვერ დაიბრუნებს. მინდა ვთქვა, რომ რომ ანალიტიკოსებმა პროგნოზებისა და გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთებისას მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ", - თქვა კულებამ. 

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელებს მიმართავს, გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე მოთმინება გამოიჩინონ. 

"გვჭირდება მეტი გრძელვადიანი შესაძლებლობა მეტი მოკლევადიანი შედეგის მისაღწევად. არასოდეს შეაფასოთ უკრაინა არასათანადოდ. იყავით თავდაჯერებული. გამოიჩინეთ მოთმინება, გამარჯვება რთული შრომაა", - აღნიშნა მან.  


close დახურვა