logo
ENG



კულება: ვილნიუსის სამიტის შემდეგ უკრაინის გზა NATO-სკენ აუცილებლად შემოკლდება

09 ივლ 202314:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/09/nu2of04ggqkhgvh.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინისა და NATO-სთვის უკვე შეთანხმებულია, მისი თქმით, ვილნიუსის სამიტის შემდეგ უკრაინის გზა NATO-სკენ აუცილებლად შემოკლდება.

"უკვე შეთანხმებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინისა და NATO-სთვის. სამიტის შემდეგ ჩვენი გზა ალიანსისკენ აუცილებლად შემოკლდება. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, გვითხრეს, რომ არ იქნებოდა და ჩვენ ეს, უახლოეს პარტნიორებთან ერთად გავაკეთეთ", - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, კულება მოუწოდებს პარტნიორებს, რომ უკრაინის ალიანსში შესვლის პროცედურა უფრო მკაფიო გახადონ.

"NATO-სთვის ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება ნიშნავს პუტინისთვის საჩუქრის გაკეთებას იმ დროს, როდესაც მასზე ყველა ფრონტზე ზეწოლას უნდა ახდენდნენ. მუშაობა გრძელდება და გაგრძელდება შეუფერხებლად", - აღნიშნა მან.

NATO-ს სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს გაიმართება.


close დახურვა