logo
ENG



კულება: კრემლის რეჟიმის აგონიის მიუხედავად, ტერიტორიების გათავისუფლებას გავაგრძელებთ

19 ოქტ 202222:13
3 წუთის საკითხავი
 
კულება: კრემლის რეჟიმის აგონიის მიუხედავად, ტერიტორიების გათავისუფლებას გავაგრძელებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტერორის ახალი ეტაპი დაიწყო. მისი თქმით, ე.წ. საომარი მდგომარეობის გამოცხადება ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მოქალაქეთა წინააღმდეგობის ჩახშობას ისახავს მიზნად.

"მასიური რუსული პროპაგანდაც კი ვერ ფარავს უკრაინის ტერიტორიების ანექსირებისას რუსეთის მცდელობების წარუმატებლობას. პუტინის ბრძანებულება ბათილია. მას არ აქვს სამართლებრივი შედეგები უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის", - აცხადებს კულება.

მისი თქმით, ასეთი ნაბიჯი  უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელების მიმართ რუსეთის ხელმძღვანელობის დანაშაულის კიდევ ერთი მაგალითია.

"კრემლის რეჟიმის აგონიის მიუხედავად, უკრაინა გააგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას და ხალხის გადარჩენას", - აცხადებს კულება.

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებულ ოთხ რეგიონში: ლუჰანსკში, დონეცკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

ამის შესახებ მან ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ფედერაციის საბჭოს დაუყოვნებლივ გაეგზავნება. 


close დახურვა