logo
ENG



კულება: მშვიდობის უზრუნველსაყოფად რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობას გამოვრიცხავთ

13 ივლ 202216:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/13/u651da9qyhbdcmz.jpg
(Andrew Kravchenko/AP)

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გამორიცხა რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა, როგორც სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი და განაცხადა, რომ მოსკოვსა და კიევს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

"უკრაინის მიზანი ამ ომში არის ჩვენი ტერიტორიების განთავისუფლება, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სრული სუვერენიტეტი უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში. ეს არის მოლაპარაკებებში ჩვენი საბოლოო პოზიცია."- განაცხადა დმიტრო კულებამ.

კულებამ ასევე აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთის პოზიციის გამო არ მიმდინარეობს, რადგან რუსეთი უკრაინის მიმართ აგრესიას ისევ აგრძელებს. 

 

close დახურვა