უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, საჰაერო კოალიცია უკრაინისთვის წელს შეიქმნება.
კულებას თქმით, ზოგიერთმა ქვეყანამ გამოაცხადა მზადყოფნა უკრაინელი მფრინავების წვრთნის დასაწყებად. ამასთან, რამდენიმე ქვეყანა მზადაა, უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავები უზრუნველყოს.
"ეს ყველაფერი პრეზიდენტისა და ყველა ჩვენგანის საერთაშორისო კონტაქტების შედეგია, ვინც დიპლომატიურ ფრონტზე ვმუშაობთ. ჩვენი პრიორიტეტია F-16, თუმცა სხვა ტიპის თვითმფრინავები და ტანკებიც გვესაჭიროება.
ისევ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი იღებენ პირველ გადაწყვეტილებებს, რაც მთავარი გადაწყვეტილების მიღებამდე მიგვიყვანს. ეს ყველაფერი არის ჩვენი ძალისხმევის ნაწილი და შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ეს იმაზე ადრე მოხდება, ვიდრე უკრაინული საზოგადოება მოელის", - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
15 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას საჰაერო კოალიციის შექმნა სურს. ამასთან დაკავშირებით ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ რიში სუნაკთან შეხვედრისას განაცხადა.