logo
ENG



კულება: უკრაინას დასავლეთის აქტიური მხარდაჭერა სჭირდება

24 დეკ 202219:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/24/rfa44hwyel6r3q5.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთის მხრიდან ხერსონზე დარტყმის შემდეგ, დასავლეთს უკრაინის აქტიური და გრძელვადიანი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

"შობის წინა დღე. ხერსონზე რუსეთის ტერორისტულ თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაში უამრავი მსხვერპლი მოჰყვა. როდესაც ოჯახები ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და სხვაგან ამზადებენ სადღესასწაულო სადილებს, იფიქრეთ უკრაინაზე, რომელიც ახლა ბოროტებას ებრძვის. ჩვენ გვჭირდება თქვენი აქტიური და გრძელვადიანი მხარდაჭერა, რომ გავიმარჯვოთ", - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დღეს დილით, რუსეთის ჯარებმა ხერსონის ცენტრი დაბომბეს. ბოლო მონაცემებით, უკვე ცნობილია 8 გარდაცვლილის და 58 დაშავებულის შესახებ. ხერსონის დაბომბვა დაგმო აშშ-ს ელჩმა უკრაინაში, ბრიჯიტ ბრინკმა.

"ტერორისტი ქვეყანა აგრძელებს რუსული მშვიდობის მოტანას სამოქალაქო მოსახლეობის დაბომბვის სახით. ხერსონი. დილა, შაბათი, შობის წინა ღამე, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ეს არაა სამხედრო ობიექტი, ეს არაა ომი წესებით. ეს ტერორია, ესაა მკვლელობა დაშინებისა და კმაყოფილებისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.


close დახურვა