logo
ENG



კულება: უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას უახლოეს მომავალში არ ველი

12 მარ 202319:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/12/h7jrz160hft7an7.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას უახლოეს მომავალში არ ელის.

"მე არ ველი, რომ [უკრაინისთვის] საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება უახლოეს მომავალში მოხდება, რადგან ეს არის ძალიან რთული ამოცანა ლოგისტიკური და ტექნიკური თვალსაზრისით. უკრაინული მხარე უკვე გვთავაზობს დასავლური თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების მომზადების დაწყებას.

ასე რომ, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება თვითმფრინავების მიწოდების შესახებ, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ დრო და მრავალი თვე მომზადებაზე", - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თებერვალში, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა გამორიცხა უკრაინაში გერმანული საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება, თუმცა განაცხადა, რომ ამ საკითხის განხილვა რამდენიმე თვეშია შესაძლებელი.


close დახურვა