logo
ENG



კულება უკრაინის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით ხვალ ბლინკენს შეხვდება

11 ნოე 202217:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/11/k7v4yfmmg6jsrvi.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ხვალ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდება უკრაინის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით.

კულება 12 ნოემბერს, კამბოჯაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამიტის ფარგლებში შეხვდება აშშ-ს სახელმწიფო მდივანს.

"ხვალ სახელმწიფო მდივანთან, ბლინკენთან ცალკე შეხვედრა გვექნება. განვიხილავთ უსაფრთხოების მდგომარეობას, უკრაინისთვის ახალი იარაღის მიწოდებას და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გამოყენებას", - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

10 ნოემბერს, ვაშინგტონმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. აღნიშნული პაკეტის ღირებულება 400 მილიონი დოლარია და მოიცავს ამერიკულ და ესპანურ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რაკეტებსა და იარაღს.


close დახურვა