logo
ENG



კულებას თქმით, რუსებისთვის სავიზო აკრძალვა იქნება პასუხი ევროპის ცენტრში რუსეთის ომზე

31 აგვ 202212:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/31/qjesf49szei84pw.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსი ტურისტებისთვის სავიზო აკრძალვა იქნება შესაბამისი პასუხი ევროპის ცენტრში რუსეთის გენოციდურ აგრესიულ ომზე.

"მხოლოდ მკაცრ და თანმიმდევრულ პოლიტიკას შეუძლია შედეგის მოტანა. რუსი ტურისტებისთვის და ზოგიერთი სხვა კატეგორიისთვის სავიზო აკრძალვა იქნება შესაბამისი პასუხი ევროპის ცენტრში რუსეთის გენოციდურ აგრესიულ ომზე, რომელსაც რუსეთის მოქალაქეების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს.

გადაირჩინეთ თავი და წადით. დაყარეთ იარაღი, დანებდით უკრაინულ ძალებს და მიიღეთ ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა," - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


close დახურვა