უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინას სურს პირდაპირი მოლაპარაკებები ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის.
"ჩვენს პრეზიდენტს არაფრის არ ეშინია, მათ შორის პუტინთან პირდაპირ შეხვედრის. თუ პუტინსაც არ ეშინია, მივიდეს შეხვედრაზე, დაჯდეს და ისაუბროს", - თქვა კულებამ.
მანამდე, ზელენსკიმ არაერთხელ მიმართა პუტინს და პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.