მან მოახერხა და მისი სახელი ყველამ იცის - კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრი - ვიცეპრემიერი თეა წულუკიანი. მისი გადმოსახედიდან ვისაც მოერია - მეცნიერებას, არქეოლოგიას ჩამოაშორა. ჩამოაშორა, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა უნიკალური სამუზეუმო ექსპონატების ევაკუაცია იმ გეგმით განეხორციელებინა, რომელიც მის მიერ ჩარეცხილებმა წლების წინ მოამზადეს, მაგრამ მინისტრმა მაგიდიდან მოისროლა. მოერია ვისაც მოერია - თავიდან დავით ლორთქიფანიძესაც დაეჭიდა, მაგრამ ამ დრომდე ის ეროვნული მუზეუმის დირექტორია. დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ლორთქიფანიძემ წულუკიანის „მოღვაწეობაზე“ დუმილი დროებასთან ინტერვიუში დაარღვია - არაობიექტური და ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება - ასეთია მისი შეფასება მინისტრის რეპრესიებზე. კულტურა ოცნების სამიზნეში. დროება მოგითხრობთ იმ ადამიანებზე ვინც ჩვენი წარსული ცოცხალ ორგანიზმად აქცია.
კულტურა სამიზნეში - დროება
05 ივნ 202220:40
3 წუთის საკითხავი