logo
ENG



კულტურისთვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია - ქართულ სუფრის კიდევ ერთი სტატუსი

26 თებ 202020:41
3 წუთის საკითხავი
 

​ბიძინა ივანიშვილის მიერ ხსენებისთანავე "ქართულ სუფრას" სტატუსი ეცვლება. ასე მოხდა ახლაც. ქართული ოცნების ხელისუფლებაში ჰყოფნის პირობებში სუფრა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს, ახლა კი კიდევ ერთი სტატუსით ამაღლდა. გადაწყვეტილება გიორგი გახარიამ მიიღო. მთავრობის დადგენილებით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – ქართული სუფრა კულტურისთვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიად განისაზღვრა. რას შეცვლის ეს საქართველოსთვის, ან როგორ იცლის პოლიტიკურ ჩიხში მყოფ ხელისუფლებას ისევ სუფრისთვის, რიტორიკულ კითხვებად რჩება. 

პრემიერმინისტრის ბრძანების მიხედვით აღმატებული ხარისხი მიენიჭა წუხელ ქართულ პოლიფონიასაც. ქართული მრავალხმიანობა, რომ ქართული სუფრის განუყოფელი ნაწილია ივანიშვილმა ამაზეც ისაუბრა, თუმცა ქართული პოლიფონია უკვე იყო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მაგრამ აღმატებული ხარისხი მასაც მიანიჭეს. 

არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის განსაზღვრა, მთელს მსოფლიოში დიდი სამეცნიერო კვლევების საფუძველზე ხდება. როგორ იმუშავა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურმა, როდესაც ქართულ სუფრას უკვე მეორედ განუსაზღვრა ძეგლის სტატუსი - დაზუსტებით  ცნობილი არ არის. 


close დახურვა