logo
ENG



კუნძულ ზმეინისთან რუსული სადესანტო კატერი სერნა დაბომბეს - უკრაინის თავდაცვა

07 მაი 202219:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/07/wacnqshp2lws8sz.jpg

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კუნძულ ზმეინისთან რუსული სადესანტო კატერი სერნა დაბომბეს.

უწყებაში ამბობენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თავდასხმა ბაირაქტარის მეშვეობით განახორციელეს, რა დროსაც კატერის გარდა, ორი სარაკეტო კომპლექსი თორი დაიბომბა.

ხომალდი სერნა  - რუსული მრავალსიჩქარიანი კატერია სადესანტო ხომალდების სერიიდან. ეს კატერები განკუთვნილია სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მანქანების გადაზიდვისთვის, რომელიც 45 ტონას არ აღემატება. ასევე დესანტების გადასაყვანად და 92 ადამიანს იტევს.


close დახურვა