ზვიად კუპრავას დღეს სავარაუდოდ დაზარალებულის სტატუს მიანიჭებენ. აქტივისტი გლდანი-ნაძალადევის სამმართველოშია დაბარებული. კუპრავას თქმით, მისთვის იმ ადამიანების დაკავებაა მთავარი, რომლებიც მას თავს დაესხნენ.
კუპრავა გია ვოლსკის დაკითხვას მოითხოვს, ვინაიდან როგორც "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ამბობს, თავდამსხმელების შესახებ ინფორმაციას სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ფლობს.
„სავარაუდოდ, დაზარალებულის სტატუსს მომანიჭებენ. თუმცა, არსებითად ეს არაფერს ცვლის. არსებითად საქმე შეიცვლება თუ დაკავებული იქნებიან თავდასხმის დამკვეთები. მივმართავ გამოძიებას, რომ დაიკითხოს გიორგი ვოლსკი. ვინაიდან, მან თავის ბრიფინგზე განაცხადა სავარაუდო პირთა წრე, რომელიც მან იცის ჩემზე თავმდასხმელების. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, დაიკითხოს ვოლსკი“, - განაცხადა კუპრავამ.
შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან ორი უცნობი თავს რამდენიმე დღის წინ დაესხა. ის მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში იყო მოთავსებული.