ჯულიენის აუქციონზე კურტ კობეინის და პრინცის გიტარები გაიყიდება. კობეინის გიტარა, რომელზეც ის ნიუ-იორკში, ემ-თი ვის ეთერში უკრავდა, მილიონ დოლარადაა შეფასებული. აუქციონზე გაიტანენ პრინცის 1984-ი წლის „ქლაუდის" გიტარასაც, რომელზეც მან პირველად დაუკრა ჰიტი „ფარფლ რეინი."
აუქციონზე გასაყიდ ნივთებს შორის ჯონ მაკკარტნის ხელნაწერი ერთ-ერთი სიმღერის ტექსტიცაა. მისი საწყისი ფასი 300 ათასი დოლარია. ლოტებს შორის მადონას, მაიკლ ჯექსონის, დევიდ ბოუის და ჯიმი მორისონის პირადი ნივთებიცაა.