logo
ENG



კურტ კობეინის ჟაკეტი 334 ათას დოლარად გაიყიდა

27 ოქტ 201913:01
3 წუთის საკითხავი
 
k252k2x1iefzrv6.jpg

კურტ კობეინის ჟაკეტი ჟულიენის აუქციონზე რეკორდულ ფასად, 334 ათას დოლარად გაიყიდა. აუქციონი ნიუ-იორკში, „ჰარდ-როკ კაფეში“ მოეწყო.

ლეგენდარული „ნირვანას“ სოლისტის მოსაცმელი ხელუხლებლად არის შენახული. მასზე სიგარეტის ფერფლის კვალიც არის დარჩენილი. მყიდველმა ინკოგნიტოდ დარჩენა ითხოვა.

კობეინის ჟაკეტთან ერთად აუქციონზე მაიკლ ჯექსონის ტყავის ხელთათმანი, ელვის პრესლის ქურთუკი და ბობ დილანისა და ერიკ კლეპტონის ხელნაწერებიც იყო გატანილი. 


close დახურვა