logo
ENG



კუჭავა ენმ-ზე: კარგი იქნება, თუ პარლამენტში შემოვლენ, საჭიროა კონსტრუქციული ოპოზიცია

15 მაი 202115:03
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/15/rsbj5sq5ibsxnvd.jpg

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა მიიჩნევს, რომ ენმ-ის პარლამენტში შესვლა კარგი იქნება, რადგან ქვეყანას კონსტრუქციული ოპოზიცია და ჯანსაღი კრიტიკა სჭირდება. 

„პარლამენტის ინტერსებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ ხალხმა გააკეთა თავის არჩევანი. აუცილებელია 150 ადგილი შევსებული იყოს და საპარლამენტო ტრიბუნიდან თითოეული ამომრჩეველის ხმა ისმოდეს. ამიტომ, თუ შემოუერთდებიან საპარლამენტო ცხოვრებას, ვთვლი, რომ ეს ძალიან კარგი იქნება, რადგან ამ ქვეყანას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, ჯანსაღი კრიტიკა, რომლის ადგილიც ზუსტად პარლამენტია". - თქვა კუჭავამ. 

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ჯერაც არ გადაუწყვეტია, შევა თუ არა პარლამენტში. პარტიაში კონსულტაციები გრძელდება. 

განხილვის საგანია შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა და პარლამენტში შესვლა. 

ენმ-ის წევრების ნაწილი მომხრეა, შევიდეს პარლამენტში ისე, რომ ხელი არ მოაწერონ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს. 

მეორე ნაწილი კი როგორც შეთნხმების ხელმოწერას, ისე პარლამენტში შესვლას ეწინააღმდეგება, ვინაიდან მათ არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები აღიარეს. 

არლ მიშელის მიერ ხელისუფლებასა და ოპოზიციისთვის შეთავაზებულ დოკუმენტს 19 აპრილს ხელი ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერა. ხელმომწერი ოპოზიციონერები პარლამენტშიც შევიდნენ. 

შარლ მიშელის დოკუმენტის შინაარსი მიუღებელი აღმოჩნდა ენმ-სთვის. პარტიიდან წინადადებას მხოლოდ სალომე სამადაშვილი დათანხმდა, შემდეგ კი ენმ დატოვა. 

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 20 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა, შევიდეს პარლამენტში მას შემდეგ, რაც ნიკა მელია ციხეს დატოვებს. 


close დახურვა