logo
ENG



კუჭავას თქმით, უკრაინაში ვიზიტისას სააკაშვილის საკითხზე არ უსაუბრია

06 ოქტ 202123:21
3 წუთის საკითხავი
 
კუჭავას თქმით, უკრაინაში ვიზიტისას სააკაშვილის საკითხზე არ უსაუბრია

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, უკრაინაში ვიზიტისას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ განუხილავს. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა.

"მიხეილ სააკაშვილზე საერთოდ არ გვქონია საუბარი. ერთადერთი რაზეც ვსაუბრობთ, არის ის მიზნები, რომლებიც უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას გვაქვს ევროკავშირის მიმავალ გზაზე", - თქვა კუჭავამ.

მან ასევე დაამატა, რომ ხვალ უკრაინის პრემიერმინისტრთან შეხვედრისას, სააკაშვილის საკითხზე საუბარი დაგეგმილი არაა:

"არანაირ მსგავს საკითხზე საუბარი არ იქნება".

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში 5 ოქტომბერს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში კახა კუჭავამ, კიევში, ბაბინ იარის, უკრაინაში ჰოლოკოსტის ყველაზე მძიმე გამოვლინების მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. 

3 ოქტომებრს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას პირადად გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს გამოიყენებს, რათა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინაში დაბრუნდეს. 

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულებმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს, დიპლომატიურ დახმარებას გაუწევენ.


close დახურვა