logo
ENG



ლაბორი: ვემზადებით საერთო საყოველთაო მასშტაბური გაფიცვისთვის რუსული კანონის წინააღმდეგ

11 მაი 202418:03
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/11/lyn5lcdyt9bykmo.png

აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი ლაბორის განცხადებით, რუსული კანონის წინააღმდეგ, საყოველთაო მასშტაბური გაფიცვისთვის ემზადებიან.

ლაბორი შესაბამის ვიდეო მიმართვასაც ავრცელებს და ქართულ ოცნებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს.

"მოვუწოდებთ ხელისუფლებას უკან გაიწვიოს კანონი, რომელმაც დააპირისპირა საზოგადოება და უდიდესი ზიანი მოაქვს ამ ქვეყნისთვის. ჩვენი შეკრება მიიღოს გაფრთხილებად.

მივმართავთ ჩვენს კოლეგებს, პროფკავშირის წევრებს, დასაქმებულებს, ჩვენ შეგვწევს უნარი დავასრულოთ ის ძალადობა, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენ, პროფკავშირი „ლაბორი” მოვუწოდებთ მეხანძრეებს, მაშველებს, პედაგოგებს, კურიერებს, მძღოლებს, ექიმებს გავერთიანდეთ საერთო მიზნებისთვის. და რადგან ხელისუფლება ქვეყნის საზიანოდ ჯიუტად აცხადებს უარს კანონმდებლობის უკან გაწვევაზე, ჩვენ ვემზადებით საერთო საყოველთაო მასშტაბური გაფიცვისთვის რუსული კანონის და ქმედებების წინააღმდეგ, ამ ქვეყნის ნორმალური განვითარების შენარჩუნებისა და ევროპული მომავლისთვის", - ამბობენ ლაბორში.


close დახურვა