logo
ENG



ლაგოდეხში მოსახლეობა მათი მოთხოვნის არ შესრულების შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გეგმავს

01 ივნ 202020:18
3 წუთის საკითხავი
 

ხმაური იყო დღეს ლაგოდეხში - მოსახლეობის პროტესტი წყლის ტარიფის გაზრდამ გამოიწვია, მათ გადასახადის გადახდა სულადობის ნაცვლად, მრიცხველის ჩვენებით მოუწევთ. ადგილობრივებს სარწყავი წყლის არარსებობის გამო კი სახნავ-სათესი მიწების მორწყვა სასმელი წყლით უწევთ.

მიუხედავად იმისა, რომ ლაგოდეხში წყლის პრობლემის მოსაგვარებლად 13 მილიონი ლარი დაიხარჯა, ადგილობრივებს სარწყავი წყალი მაინც არ აქვთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ პირობებში მათი ყოველთვიური გადასახადი 100 ლარამდე გაიზრდება. მრიცხველების გაუქმების მოთხოვნით გადაკეტილ საქართველო-აზერბაიჯანის გზაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

მოსახლეობის პროტესტს საბოტაჟს უწოდებს ადგილობრივი ხელისუფლება. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოშოფით ცნობილი ლაგოდეხის მერი აცხადებს, რომ  ის წყლის ტარიფს ვერ შეცვლის. ჯონდო მდივნიშვილი მხოლოდ სარწყავის წყლის პრობლემის მოგვარების პირობას იძლევა.

ლაგოდეხის მოსახლეობამ ანალოგიური მოთხოვნით საპროტესტო აქცია 29 მაისს გამართა. მოსახლეობა მათი მოთხოვნების არ შესრულების შემთხვევაში საპროტესტო აქციების და მრიცხველების თვითნებურად მოხსნას გეგმავს.

 


close დახურვა