logo
ENG



ლაგუნასთან ერთ-ერთი მოკლული, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ძმაა - დროებამ დეტალები გაარკვია

03 აპრ 202221:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/03/z79viijwgsb9zam.jpg

დროებამ გუშინ, ლაგუნა ვერასთან მომხდარი მკვლელობის დეტალები გაარკვია. ფორმულას ინფორმაციით, ვერაზე მოკლული 2 ადამიანიდან ერთ-ერთი ქართული ოცნების ხელისუფლების, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას ძმა, კონსტანტინე ქობულიაა. საქმეში ფიგურირებს დაჯგუფება ტყის ძმების ყოფილი ლიდერი დათო შენგელია, თუმცა ის ამ საქმეში მონაწილეობას უარყოფს.

დროებამ გაარკვია, რომ სისხლიან გარჩევას თურქეთში მცხოვრები ორი კანონიერი ქურდი ხელმძღვანელობდა, მათ ე.წ. კლანებს შორის დაპირისპირება მოხდა. ირაკლი ყალიჩავა, მეტსახელად ხუტუ და ლევან მარღია, იგივე ლევა ზუგდიდსკი. სწორედ ლევან მარღიას მხარეს წარმოადგენდა ორივე გარდაცვლილი - კოკა ქობულია და ვახტანგ გურგენიძე.

დაპირისპირება გუშინ გვიან ღამით, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი შენობის მესამე სართულზე დაიწყო, შემდეგ კი შენობის კიბეებზე გაგრძელდა. გარჩევაში 10-მდე ადამიანი მონაწილეობდა, აქედან 5 ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი. ისინი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

დეტალები

თურქეთში გახიზნული ე.წ ქურდის ირაკლი ყალიჩავას სახელით დაპირისპირებაში მონაწილეობას ხვიჩა ცხაკაია იღებდა. ცხაკაია ნარკოდანაშაულის მუხლით 2007 წელს დააკავეს, 2012 წელს ამნისტიით კი ქართულმა ოცნებამ გაათავისუფლა. ცხაკაია აქტიურად იყო ჩართული არჩევნების დროს, ის ქართულ ოცნებას ამომრჩევლების მობილიზებაში ეხმარებოდა. ქურდული გარჩევის ერთ-ერთი სავარაუდო მოტივი ბიზნეს წილების გადანაწილებას უკავშირდება. ასევე, გავრცელებული ვერსიით, ქობულიაა კომპანია გაზ ინვესტს ფლობდა. სწორედ ამ ბიზნესით, ტყის ძმების მეთაური დავით შენგელია იყო დაინტერესებული. ამავე ვერსიით სწორედ მან სთხოვა ხვიჩა ცხაკაიას და ირაკლი ყალიჩავას საქმე მოეგვარებინათ. თუმცა ამ ვერსიას უარყოფს დავით შენგელია და სისხლიან დაპირისპირებასთან კავშირს არ ადასტურებს.

მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. 


close დახურვა