logo
ENG



ლავას ოღლის საქართველოსთვის გადმოცემის მოთხოვნით აქცია გაიმართა

01 ივნ 202014:50
3 წუთის საკითხავი
 

ლავას ოღლის საქართველოსთვის გადმოცემის მოთხოვნით აქცია გაიმართა. როგორც მისი ადვოკატი  ალექსანდრე კობაიძე განმარტავს, ლავას ოღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე საკმაოდ მძიმეა. თურქეთის საკონსულოსთან დაწყებული აქცია პროკურატურასთან გაგრძელდა.

"ჩვენი კონკრეტული მოთხოვნაა, რომ მინდია ლავასოღილი იქნას დაუყოვნებლივ ან გათავისუფლებული ან ექსტრადირებული. ეს საქმე სამართლებრივ ჩარჩოში უნდა განიხილონ და მისი უფლებები უნდა იყოს დაცული. 21-ე საუკუნეში როგორც მას ექცევიან, არავის არ მოექცევიან", - აღნიშნა ადვოკატმა.  

მინდია ლავასოღლი თურქეთში საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება. იგი 2018 წელს ქურდული სამყაროს წევრობისთვის გაასამართლეს, თუმცა განაჩენის გამოტანის დროისთვის ლავას ოღლი საქართველოში არ იმყოფებოდა. 


close დახურვა