logo
ENG



ლავროვი: G20-ისთვის უკრაინის გარდა არაფერია საინტერესო, ეს სირცხვილია

03 მარ 202321:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/03/z7a8j5ri3c4ca1a.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა "სირცხვილი" უწოდა იმას, რომ დიდი ოცეულისთვის ინტერესის მთავარი სფერო უკრაინაა.

"G20 ჩამოყალიბდა 1999 წელს ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების დირექტორების დონეზე. შემდეგ კი, 2008 წელს ის გახდა G20 სამიტი გახდა. არავის არაფერი არ აინტერესებდა, გარდა ფინანსებისა და მაკროეკონომიკური პოლიტიკისა, რისთვისაც შეიქმნა G20. [...] დღეს უკრაინის გარდა არაფერია საინტერესო G20-ისთვის. ეს არის სირცხვილი.", - განაცხადა ლავროვმა ნიუ დელიში Raisina Dialogue-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე.

1-2 მარტს ნიუ-დელიში დიდი ოცეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი გაიმართა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ერთმანეთს შეხვდნენ.


close დახურვა