logo
ENG



ლავროვი: მადლობელი ვარ ჩვენი ბრაზილიელი მეგობრების, შესანიშნავად ესმით სიტუაციის არსი

18 აპრ 202313:25
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ბრაზილიის პრეზიდენტს სურვილი აქვს, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გადაჭრის გზები მოიძებნოს და ამასთან, აღნიშნავს, რომ "შესანიშნავად ესმის სიტუაციის არსი".

"მადლობელი ვარ ჩვენი ბრაზილიელი მეგობრების, რომ შესანიშნავად ესმით ამ სიტუაციის არსი და ასევე მადლობელი ვართ იმისთვის, რომ აქვთ სურვილი, გადაჭრის გზები მოიძებნოს. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რაც შეიძლება მალე დასრულდეს უკრაინის კონფლიქტი. დეტალურად ჩამოვთვალეთ მიზეზები, რაც ხდება და რა მიზნებიც გვაქვს.

უპირველეს ყოვლისა, ის მოიცავს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიმართ ნებისმიერი სამხედრო საფრთხის არარსებობის გარანტიას. მეორე ამოცანაა, უკრაინის სამხრეთით და აღმოსავლეთით რუსულენოვანი მოსახლეობის კანონიერი უფლებებისა და სიცოცხლის დაცვა", - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

"დიდი შვიდეული" მკაცრი ზომების გატარებით ემუქრება იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს უკრაინასთან ომში დახმარებას უწევენ. ამის შესახებ ნათქვამია ჯგუფის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც იაპონიაში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა. ვაშინგტონში კი ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებას უპასუხეს და ჩინეთისა და რუსეთის მცდარი ნარატივის გამეორებაში დაადანაშაულეს.

გუშინ, ბრაზილიის პრეზიდენტმა, ინასიო ლულამ განაცხადა, რომ დასავლეთი უკრაინის ომს ბიძგს აძლევს, თავად კი სურს, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად გზები მოიძიოს.


close დახურვა