რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის სტრატეგიული დიალოგი სტაბილურობაზე ფორმალურად გაყინულია. ინფორმაციას რუსული სახელისუფლებო პროპაგანდისტული მედია TASS ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელმძღვანელი ვლადიმირ ერმაკოვი აცხადებს, რომ აშშ-სთან ურთიერთობები მაშინ შეიძლება აღდგეს, როცა რუსეთი უკრაინაში ე.წ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას დაასრულებს.
ერმაკოვის თქმით, მოსკოვს მიაჩნია, რომ აშშ-ს ევროპასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონებში საშუალო და ახლო მანძილის რაკეტების განთავსების პროექტის დასრულება სურს, თუმცა ამის დამადასტურებელ ფაქტებზე არ უსაუბრია.
„ამგვარი შეიარაღების გამოჩენა იმ რეგიონებში გააუარესებს სიტუაციას და შეიარაღების შეჯიბრზე ნავთს დაასხამს“ - განაცხადა ერმაკოვმა.