logo
ENG



ლავროვი: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში მიზნების გადახედვის მიზეზებს ვერ ხედავს

01 დეკ 202316:07
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/01/ruhoiwq6bi83ghf.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში მიზნების გადახედვის მიზეზებს ვერ ხედავს.

"მე გამოვდივარ იქიდან, რომ ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაციის [უკრაინის წინააღდმეგ ომის] ხელმძღვანელობამ იცის, რა მიზნების მიღწევას ცდილობს.

უმაღლესი მთავარსარდალი ამ ოპერაციას მუდმივად აკონტროლებს და ვერ ვხედავთ მიზეზებს, რომელთა გამოც ჩვენი მიზნები უნდა გადაიხედოს", - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა