logo
ENG



ლავროვი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არანაირად აღარ ვიყოთ დამოკიდებული დასავლეთზე

10 მარ 202214:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/10/hsvyprrlw1gs6su.jpg

რაც შეეხება ჩვენს ეკონომიკურ პრობლემებს, ჩვენ მათ გავუმკლავდებით. როგორც ვუმკლავდებოდით სირთულეებს ჩვენი ისტორიის ყველა ეტაპზე, როდესაც ეს სირთულეები ჩნდებოდა. მაგრამ ამ შემთხვევაში, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ კრიზისიდან გამოვალთ სრულიად გაჯანსაღებული ფსიქოლოგიით, გაჯანსაღებული აზროვნებით. ჩვენ არ გვექნება არავითარი ილუზია, რომ დასავლეთი შეიძლება იყო სანდო პარტნიორი. არ გვექნება არავითარი ილუზია, რომ დასავლეთი, როდესაც საუბრობს თავის ღირებულებებზე, სჯერა თავისი შელოცვების და ჩვენ არ გვექნება არავითარი ილუზია, რომ დასავლეთი ღალატს ჩაიდენს ნებისმიერ მომენტში. უღალატებს ნებისმიერს და უღალატებს თავის ღირებულებებს. სად გაგონილა, რომ საკუთრების უფლება გადაცვეთილიყო ორი თითის დატკაცუნებით. სად გაგონილა, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც დასავლეთის სასამართლო სისტემის საყრდენი, უბრალოდ უხეში ფორმებით დარღვეულიყო. ამიტომაც, გარწმუნებთ, აუცილებლად გავუმკლავდებით. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არანაირად აღარ ვიყოთ დამოკიდებულნი დასავლეთზე ჩვენი ცხოვრების იმ სფეროებში, რომელიც გადამწყვეტ მნიშვნელობას წარმოადგენს ჩვენი ხალხისთვის.


close დახურვა