ბოიკოტი სერგეი ლავროვს ეუთოს მინისტერიალზე. გარდა იმისა, რომ ხუთი სახელმწიფო შეკრებას სწორედ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობის გამო არ დაესწრო, ლავროვის გამოსვლის შემდეგ დარბაზი დატოვა ზოგიერთმა დელეგაციამაც. ლავროვს უსმენდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კი გამოსვლისას დაგმო რუსული ოკუპაცია, თამაზ გინტურის მკვლელობა. ამ დროს დარბაზში უკვე აღარ იმყოფებოდა ლავროვი, რომელმაც მანამდე 2008 წელს საქართველო და შემდეგ უკრაინა დასავლეთის დავალებების შესრულებასა და ომების პროვოცირებაში დაადანაშაულა, ახსენა სააკაშვილიც.