logo
ENG



ლავროვის თქმით, რუსეთი არ ამბობს უარს კიევთან მოლაპარაკებების გამართვაზე

11 სექ 202216:22
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ "რუსეთი არ ამბობს უარს უკრაინასთან მოლაპარაკებების გამართვაზე, თუმცა მათი გაჭიანურება პროცესს ართულებს". ამის შესახებ მან რუსულ სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

ლავროვის თქმით, მოსკოვის პოზიცია პრეზიდენტმა პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელებთან და ფრაქციების თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე დააფიქსირა.

"თათბირის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვის დროს პრეზიდენტმა უკრაინის "ისტორიაზე" განაცხადა, რომ ჩვენ უარს არ ვამბობთ მოლაპარაკებებზე, თუმცა ვინც უარს ამბობს, უნდა მიხვდეს, რომ რაც მეტხანს გააჭიანურებენ პროცესს, მით უფრო გაჭიანურდება ჩვენი მოლაპარაკება", - თქვა ლავროვმა.

***

6 სექტემბრიდან 5 დღის განმავლობაში უკრაინულმა არმიამ შეძლო, გაერღვია რუსული ხაზები, შეეღწია მათი დაცვის 70 კილომეტრის სიღრმეში და გაეთავისუფლებინა 3 000 კვადრატული კილომეტრი. ეს იმაზე მეტია, ვიდრე რუსებმა უკრაინაში აპრილიდან დაიკავეს. 

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში მდებარე პოზიციებამდე ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანსა და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში და გაათავისუფლეს კუპიანსკის დასავლეთი ნახევარი. 

ISW ასევე აცხადებს, რომ უკრაინა, კონტრშეტევის პირობებში, იზიუმს მაქსიმუმ 48 საათში გაათავისუფლებს, თუ ეს უკვე არ გაუკეთებია. 

10 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა ბალაკლია-იზიუმიდან თავისი ჯარების გაყვანის შესახებ. რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის დაპყრობის შესახებ პირობების შეუსრულებლობა რუსეთის საინფორმაციო სივრცეს ანგრევს. 

რუსული ძალები აგრძელებენ გადაჯგუფებას ფრონტზე ხერსონის ოლქში, მანამ, სანამ უკრაინული ძალები აწარმოებენ პოზიციურ ბრძოლებს და აგრძელებენ რუსეთის ლოჯისტიკური ხაზების განადგურების კამპანიას.


close დახურვა