logo
ENG



ლათინური ამერიკა გლობალური პანდემიის ეპიცენტრია

27 მაი 202008:29
3 წუთის საკითხავი
 

ლათინური ამერიკა გლობალური პანდემიის ეპიცენტრია. განცხადებას ამერიკაში სპეციალიზებული საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაცია (PAHO) აკეთებს.ამჯერად რეგიონს კოვიდ 19-ის შემთხვევების უფრო მეტი დღიური მაჩვენებელი აქვს, ვიდრე ევროპის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს.

„ჰიუმან რაითს ვოჩისა" და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის თქმით, ვენესუელაში ახალი კორონავირუსის უფრო მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ვიდრე ეს ოფიციალურ სტატისტიკაშია ასახული. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ეკვადორში, ბრაზილიასა და პერუში, სადაც მილიონ მოსახლეზე დაღუპულთა რიცხვი 100-ს აღემატება.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ორთვიანი პაუზისა და კოვიდ ინფექციით 100 ათასზე მეტი ადამიანით გარდაცვალების შემდეგ ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟა გაიხსნა. ორ მილიონზე მეტი სტუდენტი დაბრუნდა სკოლებში სამხრეთ კორეაში. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად კოვიდ 19-ის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა ავსტრალიაში. კორონავირუსთან ბრძოლის ტესტი წარმატებით ჩააბარა ახალმა ზელანდიამ. ქვეყანას კლინიკებში კოვიდ ინფიცირებულები აღარ ჰყავს. 


close დახურვა