logo
ENG



ლაიენი: უკრაინის მომავალი ევროკავშირშია, დღეს ეს იმაზე ნათელია, ვიდრე ოდესმე

21 ნოე 202313:39
3 წუთის საკითხავი
clock 397
2023/11/21/avzf0jg9fwdxggn.jpg

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. მისი თქმით, მომავალი, რომლისთვისაც მაიდანი იბრძოდა, საბოლოოდ ახლა დაიწყო.

"ღირსების ათი წელი. სიამაყის ათი წელი. თავისუფლებისკენ სწრაფვის 10 წელი. ევრომაიდნის ნოემბრის ცივმა ღამეებმა ევროპა სამუდამოდ შეცვალა. მთელი ქვეყანა გამოვიდა ქუჩაში და ერთი ხმით ლაპარაკობდა. თქვენ თქვით: უკრაინა ევროპას ეკუთვნის და ჩვენი მომავალი თქვენთანაა.

გადაწყვიტეთ, რომ თქვენ ყოფილიყავით საკუთარი მომავლის მმართველები. დღეს ეს იმაზე ნათელია, ვიდრე ოდესმე. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. მომავალი, რომლისთვისაც მაიდანი იბრძოდა, საბოლოოდ ახლა დაიწყო", - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

დღეს უკრაინა მაიდნის რევოლუციის 10 წლისთავს აღნიშნავს. სწორედ ამ დღეს დაიწყო მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები, რაც პრორუსული ხელისუფლების დამხობით დასრულდა.


close დახურვა