logo
ENG



ლაიენი: შთამბეჭდავია ის სიჩქარე, შეუპოვრობა და სიზუსტე, რომლითაც უკრაინა EU-სკენ მიიწევს

15 სექ 202221:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/15/n5c8uomydquuksa.jpg

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი კარგად მიდის.

ფონ დერ ლაიენის თქმით, შთამბეჭდავია ის სიჩქარე, შეუპოვრობა და სიზუსტე, რომლითაც უკრაინა ევროკავშირის წევრობისკენ მიიწევს.  

„უნდა აღვნიშნო, რომ გაწევრიანების პროცესი კარგ გზაზეა. შთამბეჭდავია იმ სიჩქარის, შეუპოვრობის და სიზუსტის ნახვა რომლითაც თქვენ წინ მიიწევთ და როგორც იცით, ჩვენ მხარს გიჭერთ როგორც შეგვიძლია. არ მიწევს იმის თქმა, რომ უნდა დააჩქაროთ პროცესი, რადგან თქვენვე აჩქარებთ, ეს ძალიან კარგია.“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ზელენსკის უკრაინის სამხედრო წარმატებები მიულოცა და ბიზნესის და ეკონომიკის განვითარების კუთხით დახმარებას დაჰპირდა.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი 150 მილიონი ევროთი დაეხმარება, რათა უკრაინაში იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს ზამთრის განმავლობაში თავშესაფარი ჰქონდეთ.

ევროკომისიის თქმით, ბლოკი დამატებით 100 მილიონ ევროს საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული სკოლების აღდგენისთვის გამოყოფს.

 

close დახურვა