logo
ENG



ლალი ტურძელაძე: მარნეულის კლასტერის ორი შემთხვევიდან, ერთი კრიტიკულადაა

01 აპრ 202010:12
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსით ინფიცირებული 2 ახალი პაციენტი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. ორივე ინფიცირებული მარნეულის კლასტერს მიეკუთვნება. მათი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის მძიმეა. ერთი მათგანი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე აცხადებს, ორივე ქალბატონის დიაგნოზი მარნეულში, სწრაფი ტესტის მეშვეობით დაადგინეს. 

"ამჟამად კლინიკაშ 71 პაციენტია მოთავსებული, საიდანაც ჯამში 19 დაინფიცირებულია. აქედან ორი ახალი შემთხვევაა და ეს გახლავთ მარნეულიდან ჩამოყვანილი 2 ქალი. ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და გადაყვანილი სუნქთვის აპარატზე, ხოლო მეორის მდგომარეობაც მძიმეა, მაგრამ რჩება ინტენსიური თერაპიის რგოლში. რაც შეეხება ერთ პაციენტს, რომელიც პირველი იყო, ვინც შემოვიყვანეს, ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. ახლა განმეორებითი ტესტი უნდა ჩაუტარდეს. ის იყო უმძიმეს მდგომარეობაში",-აღნიშნა ლალი ტურძელაძემ. 

 

 


close დახურვა