logo
ENG



ლანდსბერგისის თქმით, საფრთხეებისგან თავის დასაცავად რუსეთში რეჟიმის შეცვლა ერთადერთი გზაა

10 მაი 202210:55
3 წუთის საკითხავი
 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და რეჟიმის ცვლილება ერთადერთი გზაა მომავალი საფრთხეებისგან დასავლეთისა და მისი მოკავშირეების დასაცავად.

Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ 9 მაისს პუტინის გამოსვლა "არ იყო შთამბეჭდავი", ხოლო გენერლებისა და სხვა პირების "პირქუში სახეები" უკრაინაში ომში დამარცხებაზე მიუთითებდა. ამასთან, იგი ამბობს, რომ "დაჭრილი პუტინი" შეიძლება უფრო მეტად საშიში იყო და ერთადერთი გზა, მხოლოდ მისი გადაყენებაა.

"ჩვენი გადმოსახედიდან, იმ დრომდე, სანამ რეჟიმი არ შეიცვლება, მის გარშემო მყოფ ქვეყნებს გარკვეულწილად საფრთხე ემუქრებათ. საუბარია არა მხოლოდ პუტინზე, არამედ მთელ რეჟიმზე, რადგან შეიძლება, პუტინი და მისი გარემოცვა შეიცვალოს, მაგრამ მის ადგილას სხვა პუტინი მოვიდეს", - თქვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

"ერთი რამ, რაც დადასტურდა მათთვის, ვისაც 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში პირველი ომის დაწყების შემდეგ ეჭვი ეპარებოდა, ისაა, რომ რუსეთი აგრესორი ქვეყანაა. ეს ძალიან აშკარაა", - დაამატა მან.

ლანდსბერგისი, ასევე, ამბობს, რომ ლიეტუვა და კმაყოფილია იმ მხარდაჭერით, რომელსაც NATO-ში მოკავშირეებისგან და სხვა იღებს, თუმცა მათ მეტი სჭირდებათ. მისი თქმით, მადრიდის სამიტზე ლიეტუვა ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებთან ერთად მოითხოვს, რომ NATO-მ უზრუნველყოს მეტი საჰაერო და საზღვაო თავდაცვის მიწოდება, ისევე, განალაგოს ჯარები მათ ტერიტორიაზე.


close დახურვა