ეროვნული ბანკის განახლებული კურსით, ლარი ევროსთან და დოლართან მიმართებით 2-2 თეთრით გაუფასურდა. 23 სექტემბრისთვის ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი ასეთია:
- $1 - 3,2537 ლარი;
- €1 - 3,8267 ლარი.
23 სექტემბრისთვის, ლარი კიდევ 40-ზე მეტ უცხოურ ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ, 23 სექტემბერს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.