logo
ENG



ლატვია რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის გახანგრძლივებას აპირებს

04 ივნ 202301:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/04/g0vhmqslq1e1g5r.jpg

ლატვიის ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის გახანგრძლივებას გეგმავს. შესაბამის განკარგულებას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამზადებს.

განკარგულების თანახმად, აკრძალვა 2024 წლის 4 მარტამდე გახანგრძლივდება, რადგან "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია ამ დრომდე გრძელდება".

განკარგულება 1 ივლისს ამოქმედდება.

ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა გასული წლის 5 აგვისტოს შეწყვიტა

 

 

 


close დახურვა