ლატვიის ხელისუფლებამ ბელარუსთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ის 11 აგვისტოდან 10 ნოემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
საგანგებო მდგომარეობის დროს საზღვრისპირა რეგიონებში სახელმწიფო დაწესებულებები ლტოლვილის სტატუსზე განაცხადს არ მიიღებს. მესაზღვრეებსა და სამხედროებს უფლება აქვთ გამოიყენონ ძალა ან სპეციალური საშუალებები, რომ უკან ბელარუსში დააბრუნოს ისინი, ვინც არალეგალურად გადაკვეთს საზღვარს.
ლატვიის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ბელარუსთან საზღვარზე 200-მდე მიგრანტი დაიკავეს, ხოლო წინა სამ დღეში - 160.
ლიეტუვა. ლატვია და ევროკავშირი მიიჩნევენ, რომ სანქციების გამო ბელარუსი მიზანმიმართულად არ აკავებს არალეგალ მიგრანტებს. ლიეტუვამ საგანგებო მდგომარეობა საზღვარზე ივლისის ბოლოს გამოაცხადეს. გარდა ამისა, ლიეტუვაში არალეგალი მიგრანტების შესაკავებლად კედლის მშენებლობა დაიწყეს.