ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო შოვში, მეწყრის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულ ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.
"თანაგრძნობას ვუცხადებთ შოვში, მეწყრის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულ ოჯახებს. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და იმედი გვაქვს, დაკარგული ადამიანები უსაფრთხოდ დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს", - ნათქვამია განცხადებაში.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.
ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან გაგრძელდა.
სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ.