logo
ENG



ლატვიის სეიმმა უკრაინაში რუსეთის აგრესია გენოციდად აღიარა

21 აპრ 202218:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/21/urebpj3152vaz0q.jpg

ლატვიის სეიმმა უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი აგრესია და სამხედრო დანაშაული გენოციდად აღიარა. სეიმში გენოციდის აღიარებას ყველა ფრაქციამ დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია, რომ ინიციატივის წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი იყო.

ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი არა ერთი დანაშაული ფიქსირდება, რომელსაც მრავალი მტკიცებულება აქვს. საუბარია რუსული სამხედროების მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე, მათ შორის ქალებისა და ბავშვების მკვლელობა, სექსუალური ძალადობა ბუჩაში, ირპინში, მარიუპოლსა და სხვა ქალაქებში.

სეიმი გმობს რუსეთის ხელისუფლების მიერ სამხედრო დანაშაულის დამალვის მცდელობას. ლატვიელი დეპუტატები განცხადებაში ხაზს უსვამენ იმას, რომ რუსული ჯარების უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 10 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა სახლი დაეტოვა, ხოლო 4 მილიონს სამშობლოს დატოვება მოუწია.

"რუსეთის ტაქტიკაში, რომელიც მოიცავს საცხოვრებელი სახლების, დასახლებული პუნქტების, საზოგადოებრივი ცენტრების, სადგურების და არასამხედრო ინფრასტრუქტურის დაბომბვა, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა, იკვეთება სამხედრო დანაშაულის ნიშნები და ასევე დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ", - წერია სეიმის განცხადებაში. სეიმში ასევე აქცენტს აკეთებ უკრაინელების დეპორტაციასა და გატაცებაზე რუსების მიერ.

ცნობისთვის, ლატვია პირველი ქვეყნანაა, რომელმაც უკრაინაში რუსულ აგრესიას გენოციდი ოფიციალურად უწოდა. 


close დახურვა