logo
ENG



ლაშა ბაქრაძე:ხელისუფლების ვალია ეს მდგომარეობა პოლიტიკურ ველში გადაიყვანოს

26 ნოე 201910:33
3 წუთის საკითხავი
 
9zsu1baup5f48zg.jpg

ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ „ფორმულასთან“ საუბარში განაცხადა, რომ აქციაზე საზოგადოების აქტიური ნაწილის რაოდენობა უფრო გაიზარდა და მომავალშიც გაიზრდება. ბაქრაძის თქმით, ხელისუფლება საზოგადოებასთან უნდა გამოვიდეს და დაელაპარაკოს მას.

„ხელისუფლების სიყრუე მისთვის ცუდად დამთავრდება. ხელისუფლების ვალია ეს მდგომარეობა პოლიტიკურ ველში გადაიყვანოს. რასაც ხელისუფლება აკეთებს ყველაფერია, ჭკვიანური ნაბიჯების გარდა. გამოვიდეს ხელისუფლება საზოგადოებასთან და დაელაპარაკოს მას. არ დაიწყოს საუბარი, რომ აქ მხოლოდ ერთი მათთვის პარტია დგას. ეს ასე არ არის და ეს არის თვალში ნაცრის შეყრა იმ საზოგადოების ნაწილითვის, რომელიც თვლის, რომ არ უნდა გამოვიდეს აქციაზე. ასე ძალაუფლების შენარჩუნება არ გამოუვათ", - განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ მიმდინარეობს აქცია "ერთად ერთის წინააღმდეგ". აქციის მონაწილეებს ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ შემორტყმული პარლამენტისთვის. მათ აგრეთვე პიკეტირებული ჰქონდათ პარლამენტი. რამდენიმე საათის წინ კი სპეცრაზზმა, წყლის ჭავლის დახმარებით, აქცია დაარბია. არიან დაშავებულებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 28, ხოლო დაშავებულია სამი ადამიანი.

Facebook Live: https://www.facebook.com/FormulaNews/?ref=bookmarks 

                                                           


close დახურვა