logo
ENG



ლაშა ნაცვლიშვილთან შეხვედრის ფოტო-გორბის დირექტორმა ფორმულა ოფისიდან გამოაგდო

08 ივნ 202012:16
3 წუთის საკითხავი
 

სოციოლოგიური კომპანია „გორბის“ დირექტორმა მერაბ ფაჩულიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღები ჯგუფი ოფისიდან გამოაგდო.

ფაჩულიას გაღიზიანება მისი და „ქართული ოცნების“ PR კონსულტანტის, ლაშა ნაცვლიშვილის ფოტოსთან დაკავშირებით დასმულმა შეკითხვებმა გამოიწვია. ამასთან, „გორბის“ დირექტორმა „ფორმულას“ ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა და მხოლოდ ოფისიდან გასვლის შემდეგ დაუბრუნა.

საქმე ეხება ფოტოს, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა. „სად იწერება გორბის კვლევები“ - ასე დაასათაურა მოძრაობამ „გხედავ“ „ქართული ოცნების“ PR კონსულტანტის, ლაშა ნაცვლიშვილისა და სოციოლოგიური კომპანია „გორბის“ ხელმძღვანელის, მერაბ ფაჩულიას შეხვედრის ამსახველი ფოტო. მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით, ფოტო თბილისში, 7 ივნისს არის გადაღებული.  კომპანია "გორბიმ" ერთი კვირის წინ ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც "ქართული ოცნება" უპირობოდ ლიდერობს, ოპოზიციურ პარტიებს კი მნიშვნელოვნად დაბალი რეიტინგები აქვთ.

რაც შეეხება ლაშა ნაცვლიშვილს, მან აღნიშნა, რომ კითხვებს მოგვიანებით უპასუხებს. გარდა ამისა, ნაცვლიშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში ფოტოსთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც ფაქტობრივად, მისი ავთენტურობა დაადასტურა.

 


close დახურვა