საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე მსოფლიო საუკეთესო ძალოსნად დასახელდა.
„გილოცავთ!
ლაშა ტალახაძე ზედიზედ მესამედ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად დასახელდა!
ქართველი გოლიათი საერთაშორისო ძალოსნობის ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად 17 084 ხმით მსოფლიოში უძლიერესად აღიარეს!“, - ნათქვამია განცხადებაში.