logo
ENG



ლეგენდა Alexander Kartveli - დროება

22 იან 202320:35
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს სტრატეგიული მეგობრობა რამდენიმე ათეული წელია გრძელდება. ამ მეგობრობასა და კავშირს წინა საუკუნეებშიც, კონკრეტული ადამიანები უყრიდნენ საფუძველს, მათ შორის არიან ჯორჯ ბალანჩინი, მაიკლ გრეგორი თუ ალექსანდრე ქართველი, ლეგენდარული ავიაინჟინერი, რომლის ფასდაუდებელი ღვაწლის შესახებ, საქართველოში, მხოლოდ რამდენიმე წლის წინ გავიგეთ. არადა ჩვენი ისტორიის გასამდიდრებლად თუ მეცნიერების წასახალისებლად ასეთი ადამიანების წარმოჩენა აუცილებელიცაა. ალბათ ეს ჰქონდა გააზრებული კინოდოკუმენტალისტ რამაზ ბლუაშვილს, რომელმაც საქართველოს მისი საამაყო შვილი გააცნო და ახლა დიზაინერ ზვიად ციკოლიასთან ერთად, მის მიერ განვლილი გზის გამეორებას და კადრებში ასახვას გეგმავს. სანამ კინოსურათს დიდ ეკრანზე ვიხილავთ, დროებაში გიამბობთ ამ ვრცელი და საინტერესო გზის ზოგიერთ ფრაგმენტს.


close დახურვა