logo
ENG



ლევან გოგიჩაიშვილი: ღმერთმა შეარგოს ჩინჩალაძე ქართულ ოცნებას

12 დეკ 201917:16
3 წუთის საკითხავი
 
f8hcjdr49nq52zi.jpg

რამდენიმე წუთის წინ პარლამენტმა კენჭისყრის შედეგად მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. კენჭისყრის შედეგებს აპროტესტებს ოპოზიცია და აღნიშნულს მორიგ უსამართლობას უწოდებს. მათ შორისაა დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი. მისი თქმით, "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთობლივად მოქმედებს და აღნიშნული გადაწყვეტილებას ამას ადასტურებს. 

""ქართული ოცნება" ესაა მიხეილ ჩინჩალაძის პარტია. ყველა ის ჯალათი, ვისითაც სააკაშვილი და ადეიშვილი სულს ხდიდა, გადმოიბარა. ანუ რა გამოდის, მორალური ზღვარი წაიშალა "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის. მმართველი გუნდი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ანგრევს ამ ქვეყანას. ეს ის ხალხია, რომელიც საკუთარი კეთილდღეობისთვის უამრავ ადამიანს დაღუპავს. წარმოიდგინეთ, ხელფასი რომ აეღოთ, ადამიანს წლების განმავლობაში ციხეში უშვებდნენ. ღმერთმა შეარგოს ჩინჩალაძე "ქართულ ოცნებას". ახლა ყველაზე მთავარია ისე შევამციროთ "ქართული ოცნების" ძალაუფლება და ისე გავუშვათ  ხელისუფლებიდან, რომ არ დაბრუნდეს "ნაციონალური მოძრაობა"",-აღნიშნა გოგიჩაიშვილმა. 

შეგახსენებთ, 14 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას პარლამენტმა მხარი დაუჭირა, ხოლო 5-ზე წინააღმდეგობა გამოთქვა. 

 


close დახურვა